ბაქოს გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილი ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
8 მაისს, ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე წარმატებით გამოდის ბექა ღვინიაშვილი (-100), რომელსაც რიოს ოლიმპიადის საგზურის მოპოვებისთვის სალიცენზიო ქულები სჭირდება.

ბექა აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის ფინალშია, სადაც უნგრელ მიკლოშ კირჟენიკსს შეხვდება. ორთაბრძოლის ლაივ-სტრიმით ყურება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ღვინიაშვილმა პირველ წრეში საემიროების წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს იპონით სძლია. შემდეგ კი ასევე სუფთად ჯერ მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვს აჯობა, მერე კი - აზიის ჩემპიონ ირანელ ჯავად მაჰჯოუბს.

1/4-ფინალში ბექა ღვინიაშვილმა თავისზე ლამის ერთი თავით მაღალ გერმანელს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის
ბრინჯაოსმედალოსან დმიტრი პეტერსს ვაზარ-იუკოთი აჯობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნახევარფინალში კი ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი აარონ ვულფი დააიპონა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამწუხაროდ, ტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა: თორნიკე ჯუღელმა, უშანგი მარგიანმა (ორივე -90), ლაშა ტაველურმა (100), ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (ორივე +100).
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარი კაცი ხარ, ბექა, გენაცვალე, გილოცავ! ვაჰ, რა მაგრად შეუსრულა ფინალში!:)
გიგლია
18:02 08-05-2016
0
მაგარი კაცია
Bera
17:20 08-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული