ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ

AutoSharing Option
ყაზახეთის ქალაქ ალმათიში დღეს დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე, პირველ საშეჯიბრო დღეს წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა.

სასტარტო შეხვედრები დათმეს გიორგი ბროლაშვილმა (-60) და თორნიკე თათარაშვილმა (-66), გიორგი გუგულაშვილმა (-66) კი მხოლოდ პირველი ორთაბრძოლა მოიგო.

ბროლაშვილმა მასპინძელთა მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ რუსტამ იბრაევთან სუფთად წააგო, ისევე, როგორც თათარაშვილმა - იტალიელ ფაბიო ბასილესთან. გუგულაშვილმა პირველ წრეში ჩილელ ხავიერ პერესს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა, მაგრამ შემდეგ სლოვენიელ ადრიან გომბოცს ვერ გაუმკლავდა.

ტურნირზე დანარჩენ წონებში მედლები 14 და 15 მაისს გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
(ორივე -73), ლევან გუგავა, ლაშა ზურაბიანი (ორივე -81),  ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანი (-90), ალექსანდრე ზაალიშვილი, რევაზ წულუკიძე (-100), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100) იბრძოლებენ.

იხილეთ ვრცლად:
ალმათის გრან პრი: რა გაირკვევა ყაზახეთში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული