ლაშა შავდათუაშვილი ალმათის გრან პრის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73) ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე გრან პრის გამარჯვებული გახდა.

შავდათუაშვილმა ფინალში ჩეხ იარომირ იეზეკს მოუგო, რომელმაც ნახევარფინალში ნუგზარ ტატალაშვილს სძლია. შავდათუაშვილმა მეტოქეს ჯერ ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ კი ხელი დაუჭირა და მტკივნეული ილეთი გაუკეთა.

გამომდინარე აქედან, ალმათის გრან პრიზე პირველი ოქრო სწორედ ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა აიღო. პირველ დღეს ჩვენი სპორტსმენები კი უმედლოდ დარჩნენ.

რაც შეეხება 81 კგ. წონით კატეგორიას, ლევან გუგავამ პირველი ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა შემდეგ ბრაზილიელ ლეანდრო
გილჰეიროსთან დამარცხდა, ხოლო ლაშა ზურაბიანმა პირველივე შეხვედრა დათმო ესპანელ ადრიან ლორენცო ნასიმიენტოსთან.

15 მაისს ალმათიში მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართება, სადაც ქართველებიდან ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანი (-90), ალექსანდრე ზაალიშვილი, რევაზ წულუკიძე (-100), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100) გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სჰენ გაიხარეეეე და სჰენმა ოჯახმააა ასეტი ტავდადებული სჰრომისტვიიის გილოცავ და მუდამ იბრწყინე საქარტველოს სადიდებლააად
gilocaaav
20:45 14-05-2016
0
გაიხარე!
ვაჟა
20:38 14-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული