ოქრუაშვილმა ნახევარფინალში თანაგუნდელს ლევან მატიაშვილს ოთხი გაფრთხილება მიაღებინა და ისე დაამარცხა. გამომდინარე აქედან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ტუნისელი ფაისელ ჯაბალაჰი იქნება. ხოლო ოქრუაშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს უშანგი კოკაურს შეხვდება.
90 კგ. წონით კატეგორიაში ზვიად გოგოჭურმა პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ ტაჯიკეთის წარმომადგენელთან კომრონშოხ უსტოპირიონთა დამარცხდა.
ასევე პირველი შეხვედრა მოიგო ნოდარ ბერიანმა, ხოლო მეორე შეხვედრაში უზბეკ შერალი იურაევთან დამარცხდა.
100 კგ. წონით კატეგორიაში
ალექსანდრე ზაალიშვილმა სტარტზე მოგების შემდეგ ტაჯიკელ საიძალოლ საიდოვთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ალმათიში ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73) მოიპოვა, იმავე წონაში ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
რახ შეეხება პირველ საშეჯიბრო დღეს, ქართველი სპორტსმენები უმედლოდ დარჩენენ.