ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (90), ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი (100), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი (+100).
ისტორიაში პირველად, მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირშიც -
ნაკრებში საკამათო მხოლოდ ორ წონაში იყო მონაწილის ვინაობა - 73-სა და მძიმე წონაში, სადაც ორ-ორმა ფალავანმა მოიპოვა საგზური. 73-ში გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატის შედეგი, სადაც შავდათუაშვილმა გაუსწრო ევროპის ორგზის ფინალისტ ნუგზარ ტატალაშვილს, ხოლო მძიმე წონაში ყველაფერი ალმატის "დიდ პრიზზე" გადაწყდა - ოქრუაშვილმა ლევან მატიაშვილზე უკეთ იჭიდავა.
ვაჟთა ნაკრები დღეისათვის ყვარელშია, სადაც დასკვნით შეკრებას გადის. ყველა ოლიმპიელი სრული დატვირთვით ემზადება, ტრავმა არავის აწუხებს და ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. შეკრება 22 ივლისს დამთავრდება, გუნდი კი ბრაზილიაში 26-ში გაფრინდება.