ქართველი სპორტსმენებიდან რიოში დღეს მხოლოდ ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, რომელიც 73 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობს.
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დაცვას მეორე წრეში დაიწყებს, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის მოგებულს გაეჯიბრება.
17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით საქართველოს დელეგაცია რიოს ოლიმპიადაზე მედლის გარეშეა.