რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 8 აგვისტოს

AutoSharing Option
8 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს.

ქართველი სპორტსმენებიდან რიოში დღეს მხოლოდ ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, რომელიც 73 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობს.

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დაცვას მეორე წრეში დაიწყებს, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის მოგებულს გაეჯიბრება.

17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით საქართველოს დელეგაცია რიოს ოლიმპიადაზე მედლის გარეშეა.

8-agvistos-sruli-kalendari.html" target="_blank">- რიო 2016: 8 აგვისტოს სრული კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 15 /
საქრთველოს არ ჰყოლია ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და იქნებ დღეს დაედოს სათავე ამას. პირადად მე საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი იმედი შავდათუაშვილის მაქვს. ის თავდაჯერებულია და "მანდრაჟის"გარეშე ჭიდაობს, მისთვის როცა საჭიროა არ არსებობს ავტორიტეტები და ა.შ. ის თვითონ არის ავტორიტეტი და იმიტომ.
........
12:03 08-08-2016
0
მიდი ლაშა,მმაგრად გთხოვ
ოთარი
13:03 08-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული