8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთო.
ლაშამ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადას შეხვდა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონიც მიითვალა.