საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურება ბრალდება

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ძიუდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერს არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური კავშირი ედება ბრალად. ამის შესახებ Associated Press (AP) ვენის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

56 წლის ავსტრიელს ბრალი სამწლიანი გამოძიების შემდეგ წაუყენეს, საქმე კი ერთ-ერთი მისი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

ზაიზენბახერი ბრალდებულია 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში 1990 წლის ბოლო-2000-იანი წლების საწყის პერიოდში, როდესაც ის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. პროკურატურის ცნობით, ცნობილი ძიუდოისტის მსხვერპლი მთელი სამი წლის განმავლობაში იყო ძალადობის ობიექტი. მეორე ფაქტი, რომლის ფიგურანტი 13 წლის
გოგონაა, 2004 წელს უკავშირდება. ამას გარდა, ზაიზენბახერს ბრალი 16 წლის გოგონასთან სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტზეც ედება - საქმე 2001 წელს, ხორვატიაში შეკრებას უკავშირდება. ამრიგად, თუკი ავსტრიელს ბრალი დაუმტკიცდა, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატმა ბერნხარდ ლეხოფერმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ინფორმირებულია ბრალდების თაობაზე, თუმცა მასზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რათა "არ გაჩაღდეს მედიაცირკი".

კარიერის განმავლობაში პეტერ ზაიზენბახერმა ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე, ასევე, სეულში, 1988 წლის თამაშებზე მოიპოვა და ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ზაიზენბახერი 2010-12 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით იასპარეზა გუნდმა ლონდონის 2012 წლის თამაშებზე, სადაც ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. საქართველოს შემდეგ ავსტრიელი სპეციალისტი აზერბაიჯანის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, სადაც 2012-14 წლებში იმუშავა, 2015-ში კი კვლავ დაუბრუნდა გუნდს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაცები რა შუაში არიან აქ თუ ჩემი ძმა ხარ :D სპორტს და პოლიტიკას ნუ ავურევთ
judo_judo
16:03 06-10-2016
0
ნაცები აბა ნორმალურს ხომ არ მოიყვანდნენ
nemo
15:16 06-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული