ირაკლი ცირეკიძე: ნაკრებში ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვხედავ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

ცირეკიძის შტაბში მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძე მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შედეგად, თამაშებზე ქართველ ძიუდოისტთა არასახარბიელო შედეგების გამო მწვრთნელის ცვლილების საჭიროებაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.

- საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"ჩემი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნაზე საუბარი კარგა ხნის წინ დაიწყო. არ მსურდა საკუთარ
თავზე ისეთი რამ ამეღო, რის წარმატებაშიც დარწმუნებული არ ვიქნებოდი, მაგრამ მწვრთნელობას დავთანხმდი, რადგან მჯერა, ეს წარმატებას მოიტანს.

ნაკრებში ცვლილებები იქნება, მაგრამ ძირეული საკადრო და სისტემური, ამ ეტაპზე არა. მეტ ყურადღებას ფიზმომზადებაზე გავამახვილებთ, ყველა სპორტსმენთან ინდივიდუალურად ვიმუშავებთ... მოკლედ რომ ვთქვა, გაკეთდება ყველაფერი, რაც სპორტსმენს კონკრეტული შედეგისთვის სჭირდება.

ნაკრებში ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვხედავ. ამ ბიჭების შესაძლებლობები კარგად ვიცი. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობების 100%-ს კი არა, 80%-ს მაინც რომ იყენებდნენ, გაცილებით უკეთესი შედეგი ექნებოდათ. ასე რომ, ამ კუთხითაც ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს", - გვითხრა ცირეკიძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სასაცილოა
Jondo
00:25 17-10-2016
0
გილოცავ ირაკლი! ირაკლი ძლიერ ნაკრებს შექმნის! ღრმად ვარ დარწმუნებული!!!!
nodari
22:14 11-10-2016
0

სიახლეები პოპულარული