დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნაკრების მომავალ შესაძლო მწვრთნელზე წერს.

"ერთერთი კანდიდატი მთავარი მწვრთნელობის LOUIS WIJDENBOSCH -ი ჰოლანდიის ძიუდოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი 1997- 2001 წლებში, უკვე თბილისშია.

ხვალ გვექნება გასაუბრება გაფართოებულ ფორმატში, სადაც თავის ხედვას წარმოგვიდგენს. ასევე ველოდებით რამდენიმე სხვა უცხოელი მწვრთნელის პასუხს და უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის დანიშვნის შესახებ", - წერს ქევხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ცირეკიძის გათავისუფლების შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ჯერ კიდევ უმწვრთნელოდაა.

▶ გაფიცული ძიუდოისტები
პარლამენტის წინ დღეს აქციას გამართავენ

მკითხველის კომენტარები / 22 /
ქევხიშვილს საერთოდ არ ჰქონია ნამუსი....თავისი მოყვანილი მწვრთნელიანად უნდა გააგდო საქართველოდან...
status quo
10:18 28-05-2018
1
ეს რა უცხვირპირო ვინმეა, ასეთი დაცინვა შეიძლება. მჯერა სპორტსმენები 100% მართლები არიან ამ ნამუსდეფიციტიანთან
Giorga
08:09 28-05-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული