გო­რე­ლი ახალგაზრდა ძიუდოისტები ტიუმენის ტურნირში იასპარეზებენ

AutoSharing Option
5-6 ნო­ემ­ბერს ტი­უ­მენ­ში ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი ახალ­გაზ­რ­და ძი­უ­დო­ის­ტ­თა შო­რის, რო­მელ­შიც 16 ქვეყ­ნის გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს: რუ­სე­თი, სა­ქარ­თ­ვე­ლო, საფ­რან­გე­თი, სლო­ვა­კე­თი, სლო­ვე­ნია, ბე­ლო­რუ­სი, ხორ­ვა­ტია, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, კო­რეა, ჩი­ნე­თი, მონ­ღო­ლე­თი, ჰონგ­კონ­გი, ტა­ჯი­კე­თი, უზ­ბე­კე­თი და ყა­ზა­ხე­თი.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან იქ გო­რის გუნ­დი წა­ვი­და გია თე­ნა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, რო­მე­ლიც ნა­წი­ლობ­რივ ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­ფი­ნან­სა, ნა­წი­ლი კი თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით გა­ემ­გ­ზავ­რა.

ტი­უ­მენ­ში არ­მაზ არ­ჩუ­ა­ძე (60), გი­ორ­გი რე­ვა­ზაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დ­რე კა­ი­და­რაშ­ვი­ლი (ორი­ვე - 66), ლე­ვან ფსუ­ტუ­რი (73), და­ვით კუ­დუ­ხაშ­ვი­ლი (81) და ნო­დარ კუთხაშ­ვი­ლი (90) იჭი­და­ვე­ბენ.

შე­ჯიბ­რე­ბის შემ­დეგ იქ ს
ამ­დღი­ა­ნი ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბიც ჩა­ტარ­დე­ბა და ჩვე­ნე­ბი ამ შეკ­რე­ბა­ზეც დარ­ჩე­ბი­ან. კაც­მა რომ თქვას, მა­თი იქ წას­ვ­ლის მი­ზე­ზიც ეს ვარ­ჯი­შე­ბია - ისი­ნი ამ მიზ­ნით ად­რეც და­დი­ოდ­ნენ ციმ­ბირ­ში. თან ძლი­ე­რი ტურ­ნი­რიც ტარ­დე­ბა, რა­საც საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი საპ­რი­ზო ფონ­დიც ემა­ტე­ბა.

წლე­ვან­დელ ტურ­ნირს სა­პა­ტიო სტ­უმ­რე­ბის რან­გ­ში და­ეს­წ­რე­ბი­ან ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი: მან­სურ ისა­ე­ვი და ხა­სან ხალ­მურ­ზა­ე­ვი, ოლიმ­პი­ა­დის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს სამ­გ­ზის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ალექ­სანდრ მი­ხა­ი­ლი­ნი და მსოფ­ლი­ოს მე­და­ლოს­ანი მუ­სა მო­გუშ­კო­ვი.

უცხო­ეთ­ში ერ­თობ­ლივ შეკ­რე­ბა­ზეა წა­სუ­ლი ქალ­თა ნაკ­რე­ბის ლი­დე­რი მა­რი­ამ ჯა­ნაშ­ვი­ლიც (52). ის 23-წლი­ან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც 11-13 ნო­ემ­ბერს თელ ავივ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და ჯა­ნაშ­ვი­ლიც იქ ემ­ზა­დე­ბა. მა­ნამ­დე ის ეს­პა­ნეთ­ში იყო წა­სუ­ლი უცხო­ურ კემ­პ­ზე, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­ვი­სი სა­ფე­რი სპა­რინგ-პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არ ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ეს კუდუხასჰვილი მოიგებს რაგაცას და მერე იტკვის ოსი ვაროოო. ,,უმადურობას საგვარი არ ააქვსს,,
kuduxashvili
11:05 09-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული