საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებთან კორეელი ოლიმპიური ჩემპიონი იმუშავებს

AutoSharing Option
გაცხადდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კორეელი კონსულტანტის ვინაობა. ესაა ატლანტას ოლიმპიადის ჩემპიონი 86 კილოგრამში კი-იონ ჯეონი.

ამ ტიტულის გარდა, 43 წლის სპეციალისტი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1993, 1995, 1997 წლები) და აზიის პირველობის გამარჯვებულია (1995 წ). კონტინენტის პირველობაზე 1986 წელს ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ის ამჟამად საერთასორისო ფედერაციაში მუშაობს ერთ-ერთ კომისიაში.

ჯეონს კონსულტანტად კი მოვიხსენიებთ, მაგრამ ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა გარკვეული. კორეელი თბილისში 24 იანვარს ჩამოვა და ერთ კვირას დარჩება. სწორედ მაშინ დაზუსტდება კონკრეტული დეტალები - რა სამუშაოს შეასრულებს, რა დახმარებას
გაუწევს ეროვნულ ნაკრებსა თუ, ზოგადად, ქართულ ძიუდოს, რამდენ დროს გაატარებს საქართველოში და ასე შემდეგ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მხოლოდ ქართული ჭიადობით ფონს რომ ვერ გავდივართ და მომავალში მითუმეტეს ვერ გავალთ ამას ბრმაც დაინახავს. ჩვენი გუნდის მთავარი მინუსი ნევაზაში ჭიადაობაა და ამ კაცს სწორედ ეგ უნდა დაევალოს წესით. ეს ქსენოფობიური გამოხტომები რა უბედურებაა კიდე, ქართველს არ ეკადრება თურმე სწავლა...
fraternity
11:37 15-12-2016
0
ეგ ქართველები რა ყველაფრის მცოდნე ვართ რო სხვამ ვერაფერი გვასწავლოს?

ვინ იძახის ქართულის დავიწყებას? პირიქით ეგეც უდნა შეინარჩუნო და ახალიც აითვისო.
giga
10:30 15-12-2016
0

სიახლეები პოპულარული