საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებთან კორეელი ოლიმპიური ჩემპიონი იმუშავებს

AutoSharing Option
გაცხადდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კორეელი კონსულტანტის ვინაობა. ესაა ატლანტას ოლიმპიადის ჩემპიონი 86 კილოგრამში კი-იონ ჯეონი.

ამ ტიტულის გარდა, 43 წლის სპეციალისტი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1993, 1995, 1997 წლები) და აზიის პირველობის გამარჯვებულია (1995 წ). კონტინენტის პირველობაზე 1986 წელს ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ის ამჟამად საერთასორისო ფედერაციაში მუშაობს ერთ-ერთ კომისიაში.

ჯეონს კონსულტანტად კი მოვიხსენიებთ, მაგრამ ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა გარკვეული. კორეელი თბილისში 24 იანვარს ჩამოვა და ერთ კვირას დარჩება. სწორედ მაშინ დაზუსტდება კონკრეტული დეტალები - რა სამუშაოს შეასრულებს, რა დახმარებას
გაუწევს ეროვნულ ნაკრებსა თუ, ზოგადად, ქართულ ძიუდოს, რამდენ დროს გაატარებს საქართველოში და ასე შემდეგ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველს რო კორეელი გვასწავლიდეს ტეხავს ჩემი აზრით..
0
ჯერ ჰოლანდიელი ჩამოიყვანეთ და არ გაამართლა,ეხლა კორეელი.ქართული ჭიდაობის ელემენტებით უნდა გაამდიდროთ ძიუდო და ბევრს მოიგებთ,სხვისი მიბაძვა არას გვარგებს.არც ეს გაამართლებს და კუდამოძუებული მოუწევს გაპარვა...
status quo
10:03 15-12-2016
0

სიახლეები პოპულარული