საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ დაასახელა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელთა ვინაობა, რომლებიც უკვე დაამტკიცა პრეზიდიუმმა. მათ შორის - გიორგი იანტბელიძის კანდიდატურაც, რომელიც ერთადერთი იყო აქამდე, ვისი სახელიც ფედერაციამ გაასაჯაროვა.

ამავე სტილით მოჭიდავე 23-წლამდელებს ზურაბ ჭიღლაძე უხელმძღვანებელს, 20-წლამდელებს - ემზარ ბედინეიშვილი, ვინც აქამდე სწორედ 23-იანებთან მუშაობდა, ჭაბუკებს კი გია კვინიკაძე გაუძღვება.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ახლო წარსულში ამავე გუნდის წევრი ბექა როყვა დაინიშა, 23-წლამდელებში - ოთარ ტატიშვილი, ახალგაზრდებში პოსტი შეუნარჩუნეს ზაზა სილაგაძეს, ხოლო ჭაბუკებს ხვიჩა ქორიძე გაწვრთნის.

უახლოეს
პერიოდში მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ თავიანთ შტაბებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებებს ვუსურვებ ახალ სტაფს, ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა მინდორას და ბეგის შემდეგ ასეთ თანამდებებზე დათანხმება, მთავარია როგორ გადაანაწილებენ რესურსებს, მიღწეული შედეგებით იმედია გავიხარებთ, როყვა მგელია სხვატკებში არ უმართლებდა..
saba
16 თებერვალი 2017 13:09
0
მთავარია შედეგი აჩვენონ და გინდ პოლიტოკირი ნიშნით დაინიშნონ და გინდ ძმაკაცობით. მჯერა შედეგი აუცილებლად იქნება. თუ შედეგი არ იქნა მერე ჰოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!
maia ckneteli K.14
14 თებერვალი 2017 11:12
0
იმედი მაქვს შედეგს დადებენ და ოქრო სანატრელი აღარ გვექნება.
ნიკა
14 თებერვალი 2017 09:30
0
ჩამოთვლილთაგან მხოლოდ 2 კაცი გამიგია, იმედია პოლიტიკური ნიშნიტ და საძმაკოს წესებით არ არიან დანიშნული ეს ხალხი
ა-პოლიტიკური
13 თებერვალი 2017 22:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული