
ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ასაკობრივ ასპარეზზე უკლებლივ ყველაფრის მომგებმა ქუთაისელმა ტალანტმა საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა, რის მიზეზადაც ტრავმა დასახელდა.
საქმეში გასარკვევად ამ კითხვით საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბექა როყვას მივმართეთ, რომელმაც შემდეგი გვიპასუხა:
- პატარიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის აღარ მიეცემა, რადგან გამოტოვა საქართველოს ჩემპიონატი. ვისაც ევროპაზე მოხვედრა უნდა, ჩვენი მოთხოვნით, ყველას უნდა ეჭიდავა ეს ტურნირი.