განმარტება: ქართველი მოჭიდავეები შეკრებას ოკუპირებულ ყირიმში არ გაივლიან

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას არა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ალუშტას ბაზაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ადლერში გაივლის.

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ წინა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი ნაკრები ალუშტაში გაივლიდა შეკრებას, რამაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ფედერაციის პრესსამსახურის განმარტებით კი, ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ადლერში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო დღეს გუნდს 23 წლამდე ასაკის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.
მკითხველის კომენტარები / 14 /
gizog, აბსოლიტურად გეთანხმები. გაუგებარია, რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. კი ბატონო, შეკრება (ზბორი)შეკრებაა და სპორცმენები მოშორებული უნდა იყვნენ საკუთარ გარემოსაგან, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ადლერის (მითუმეტეს ოკუპანტი ქვეყნის)ნაცვლად გონიო, ბაკურიანი, ბორჯომი ან თუნდაც აქვე სომხეთის წახთაძორი (თუ რა ქვია. აქ ხშირად იკრიბებოდნენ მოჭიდავეები) ყოფილიყო შერცეული. მაგრამ არა!!! ბიუჯეტის ფული ხარჯე და არავინ გამკითხავი. ნუ მოკლედ...
kaxi
06 აპრილი 2017 13:42
0
რა უნდათ რით ვერ მოსცილდნენ ამ რუსეთს. პოლიტიკურ ურთიერთობებს რომ თავი დავანებოთ, მაგათი ფედერაციის პრეზიდენტი ცნობილი მაფიოზია, დოპინგით წაღმა-უკუღმა გაჭყეპილ სპორტსმენებზე აღარაფერს ვამბობ! საქართველო თუ ეპატარავებათ სავარჯიშოდ და მოსამზადებლად, დაილია ქვეყნები, სადაც კარგი მოჭიდავეები ჰყავთ? წავიდნენ უკრაინაში, აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთში... რაღა ეს დამპალი რუსეთი. რა მენტალიტეტი აქვთ ასეთი, რუსეთის იქით სხვა გზას რომ ვერ ხედავენ ზოგიერთები?
ენლილ
06 აპრილი 2017 13:29
0
ჩემთვის საერთოდ გაუგებარია და ძალიან მინდა ამიხსნას ქიდაობის ფედერაციის და სხვა ფედერაციის ხელმძვანელებმა, ნუთუ საქართველოსი ლაგოდეხიდან დაწყებული ანაკლია-ჩაქვის ჩათვლით ადგილი არმოძებნება, რომ სპორცმენებმა საკუთარ ქვეყანაში გაიარონ შეკრებები და საქართველოს ბიუჯეტიდან მიღებული ფული ჩრდილო, თუ სამხრეთის ''კეთილი'' მეზობლების ბიუჯეტები არ გაამდიდრონ. ლარი თუ არა სიმწრით ნაშოვნი დოლარები მაინც დაუზოგოთ ქვეყანას.მთაც გვაქვს და ბარიც, ზღვაც და ტბაც, რა ანტალია, ადლერები აგიტყდათ დალოცვილებო, თანაც საბანი ისე დაიფარეთ, როგორც გაგწვდებათ. მერე იწყება წუწუნი ფული არ გვყოფნის და ა. შ. ამაზე ფულის გამომყოფმა ორგანოებმაც უნდა იფიქრონ და შესაბამისი რეკომენდაციები გასცენ. როცა საკუთარი შემოსავლებით დააფინანსებენ მსგავს ღონისძიებებს თუნდა სამხრეთ ამერიკაში გაუვლიათ შეკრებები.
gizog
06 აპრილი 2017 12:35
0
კოსოვო ისეთივე "დამოუკიდებელი ქვეყანაა" როგორიც აფხაზეთი . და სანამ სხვისი ტვინის ნაუჭებზე დაიწყებ ლაპარაკს იქნებ საკუთარი შეამოწმო!
zaza
06 აპრილი 2017 12:29
0
ალაგ-ალაგ რაღაცას ყურს მოკრავენ რუსული პროპაგანდიდან და ...იქნებ უფრო მეტად ჩაიხედოთ პოლიტიკაში და მერე გადმოაფრქვიოთ გავლებული პარალელები კოსოვოსთან და ოკუპაციის თემასთან?...კოსოვოს მოსახლეობა 2,3 მლნ-ია,საიდანაც 1,8 ალბანელია,ხოლო სერბი-150 ათასი..და როგორ უნდა ემართა 150ათასს 12-ჯერ(!) მასზე მეტი მტრულად განწყობილი ხალხი?!მშვიდობიანად შესაძლებელი იყო?...და იქნებ დაფიქრდეთ-რატომ მოაქწყვეს ეთნიკური წმენდა და არიან დევნილები ქართველები აფხაზეთში და ლიახვის ხეობაში?!...
ზაზა
06 აპრილი 2017 11:59
0
მთვრალმა ხრუშოვმა 1961 წელში ყირიმი უკრაინას აჩუქა.
გოჩა
06 აპრილი 2017 11:17
0
სოხუმში ჩაგეტარებინათ ბარმ, ან გაგრაში :) სიბეცის და მოღალატეობის ზეიმია რა...
ნნ
06 აპრილი 2017 10:25
0
მერე კოსოვო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ყირიმი რუსებმა მიიერთეს.ეტყობა თქვენი ტვინი ნაოჭების ნაკლებობას განიცდის.
სიბნელისკენ ჰერიჰერი
06 აპრილი 2017 09:57
0
გუდაუთაში გაევლოთ
კახა ქირია
06 აპრილი 2017 05:21
0
ოკუპანტის ტერიტორიაზე რაღა
უნდათ?
გია
06 აპრილი 2017 02:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული