ტურნირის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება, საქართველოს ნაკრებიდან კი ბრძოლაში ლერი აბულაძე (59), გოგა გოგიბერაშვილი (66), კოკა კირცხალია (98) და ლევან არაბული (130) ჩაებნენ.
გოგიბერაშვილი და არაბული ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ, რომელთა მეტოქეები, შესაბამისად, თურქი ატაკან იუკსელი და გერმანელ კრისტიან იონი იქნებიან. აბულაძემ და კირცხალიამ ბრძოლა ადრეულ ეტაპებზევე დათმეს და ასპარეზობა დაასრულეს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.