ღამის კლუბში დაჭრილი ზურაბ დათუნაშვილი პალატაში გადაიყვანეს

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ამ ნომერში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან (80) ინტერვიუს ვგეგმავდით, თუმცა დღეს აბსოლუტურად სხვა თემაზე - მის ჯანმრთელობაზე გვიწევს საუბარი.

- ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს

15 მაისს მოჭიდავე პალატაში გადაიყვანეს, რაც ნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი პარასკევ საღამოს თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბისას დანით დაჭრეს. ჩვენი ინფორმაციით, მიყენებული აქვს ორი ჭრილობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია მისი ძმაც, ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი დათუნაშვილი (75),
ვინც აშველებდა მოჩხუბრებს, ოღონდ ის - გაცილებით მსუბუქად.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით გრძელიშვილმა გვითხრა, მკურნალობის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ჩემპიონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, შეძლებს თუ ვერ დათუნაშვილი აგვისტოში პარიზში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას, თუმცა დაგვეთანხმებით, ამ ეტაპზე ეს მეათეხარისხოვანია, მთავარი მისი ჯანმრთელობაა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მიშა და გრიშა რა შუაშია ამ თემასთან ეს პოლიტიკანებს ეხება აქ და არა სპორტის მოყვარულებს აქ სპორტზე ვისაუბროთ თუ ყოფილ ზონდერებზე მკვლელებზე და მათ ბელადსა მომხრეებზე ვერ გავიგე მათთვის ადამიანის სოიცოცხლე იყო არაფელი ერთი გადაფურთხება და მორჩა.შეურაწყოფას აყენებენ მათ მიერ მოკლულ ადამიანს და თან ნიშნის მოგებით რო საუბრობენ.
quTaiseli
16 მაისი 2017 15:28
0
რა მაინტერესებს იცით დათუნაიშვილია მართალი თუ ის ვიღაც? ბევრი ბლატნოი მოჭიდავე ვიცი და მოკრიმინალო.
sss
16 მაისი 2017 14:23
0
დავიჯერო ასე სუფთა ადამიანები ხართ მარა უბედურება ისაა სხვის თვალში ბეწვს რო ვეძებეთ ავარიის არ იყოს მძღოლი რო ვინმეს მოკლავს და ყველა რო გმობს აბა ვინაა ის მძღოლები უცხოპლანეტელებია? ასე რომ დათუნაიშვილიც არ იქნება მთლად სუფთა მაგ საქმეში .
sss da sagos
16 მაისი 2017 14:16
0
sss-ს. თქვენ ფიქრობთ რომ ქართველებს შეუძლიათ ისე ცხოვრება დიდი ხნით, როგორც მიშას დროს იყო?? არამც და არამც. გამოჩნდა კიდევაც, რადგან მიშა გადაირჩიეს და აირჩიეს კაცი, რომელმაც ცალსახად თქვა "გაგებით მოეკიდეთ ყველაფერსო". ამასთან, მიმაჩნია, რომ ქართველები ანუ გურჯები თუ ღრუზინები, ახლა ყველაზე ახლოს არიან თავის ბუნებრივ მდგომარეობასთან. ერთი კომპონენტი აკლია და ისიც სულ მალე აღდგება. მხედელობაში მაქვს ქურდული სამყაროს ანუ კანონიერი ქურდების ლეგალიზაცია. შეეგუეთ რა!!!! მორჩა!!!!
saqo
16 მაისი 2017 13:58
0
ჯერ ბიძიკო ასახელე შენი ქვეყანა და მერე 28 წლის მერე იარე მაგ ბარებში ჩვენ ძალიან გვინდა რო გაგამართლოთ მარა რა მოხდა ღმერთმა იცის ამიტომ დისციპლინა პირველ რიგში
demo
16 მაისი 2017 13:31
0
მიაღწიათ ქართველებო შევარდნაძის სანატრელ პერიოდს როდესაცკრიმინალი იყო თქვენი სახე და ვერ აიტანეთ დალაგერბული ერთადერთი გირგვლიანის, ბანდიტ ვაზაგაშვილების დაღუპვას და მთლიანი საქართველო გააბანძეთ სულ იძახდით მთელი ციხე მშამ გაავსო არადა 25000 კაცი კიარა საქართველოს 99% უნდა ჩაგსვას კაცმა ციხეებში
sss
16 მაისი 2017 13:21
0
ირი ვარიანტია ან დამნაშავეები ციხეში და მოსახლეობა მშვიდად/მიშას დრო/ ან დღევანდელი სიტუაცია და გაგებით მოვეკიდოთ. სხვა ვარიანტი არ არსებობს.
faqt
16 მაისი 2017 13:06
0
თუ დაიჭირეს კრიმინალები?
ალეკსანდრე
16 მაისი 2017 12:30
0
ტყუილია, არავითარი ღამის კლუბი არ ყოფილა! საიდან მოგაქვთ ასეთი ცრუ ინფორმაციები.მოყოლას არ დავიწყებ, ვინც დაინტერესდება რეალურად რა მოხდა, თვითონ გაიგებს. ერთს ვიტყვი, არცერთი ჩვენთაგანი არ არის დაცული ასეთი თავგასული, მოხულიგნო, ვითომ მოძველბიჭო არარაობების ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება სიციცხლე გაგვიმწარონ და გაგვაუბედურონ !!! პ.ს. არც არავის ადვოკატი ვარ და არც დათუნაშვილის ახლობელი, უბრალოდ ვინც იცის რა მოხდა, მათი ნაამბობიდან ვაკეთებ დასკვნას!
moqalaqe
16 მაისი 2017 11:42
0
ლაჩარი სასტავი იყო და დანით არაინ მაგრები რაა
varlami
16 მაისი 2017 11:23
0

სიახლეები პოპულარული