ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ორი ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველ ფალავნებს 4 მედლის - 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვთ.

დღეს, 1-ელ ივლისს ასპარეზობაში ოთხი ქართველი მოჭიდავე ჩაება. ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ რამაზ სილაგავა (50) და ლერი აბულაძე (60), ხოლო ბექა მამუკაშვილი (74) და გიორგი ბარბაქაძე (96) ბრინჯაოს მოპოვებას შეევდებიან.

დორტმუნდში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ქომაგას ამ ბმულზე შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოთხივე გამოყენებული შანსი, 2 ოქრო და 2 ბრინჯაო.
ყოჩაღ ბიჭებს და ყოჩაღ მწვრთნელებს... როგორც ჩანს დიდი სამუშაო გაწია ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ..
0
თქვენ შეგარცხვინოთ უფალმა, არამზადებო, თქვენს ბმულზე ვერაფერი ვნახე, გაყინულია გადაცემა, თქვენ გაგყინოთ არსთა გამგემ!
zurab
21:18 01-07-2017
0

სიახლეები პოპულარული