![](https://sportall.ge/pictures/image31/29f90146e23f0316e26c9ea261aaf5c5.jpg)
კონტინენტის ჩემპიონობა ახალგაზრდებში რამაზ სილაგავამ (50) და ლერი აბულაძემ (60) იზეიმეს, მესამე პრიზიორები კი ბექა მამუკაშვილი (74) და გიორგი ბარბაქაძე (96) გახდნენ.
![ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების 2-2 ოქრო და ბრინჯაო Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/0ea9e12ab85ac7013878a2c60f890cd7.jpg)
დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატი ხვალ, 2 ივლისს დასრულდება. მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრებიდან ნუგზარ წურწუმია (55), გიორგი კურტანიძე (66), თემურ ჭკუასელიძე (84) და ზვიად პატარიძე (120) იჭიდავებენ.