ქართველ ფალავანს სოლიდური მეტოქე ჰყავდა - აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი, ირანიდან გადმობირებული სამან ტახმასები. გეგეშიძემ ის პირველ პერიოდში შედეგიანად დაატრიალა, პრობლემების გარეშე და ერთი ქულა მიითვალა.
მეორეში უკვე თვითონ ჩადგა ჩოქბჯენში და კარგა ხანსაც უძალიანდებოდა, წარმატებით იცავდა თავს, თუმცა ბოლო წამებზე მეტოქემ მაინც მოახერხა დატრიალება. ოღონდ საკითხავია, დაასრულა თუ ვერა მან ეს მოძრაობა, რომელიც გეგეშიძემ დაუხურა.
გეგეშიძემ მთელი ჯავრი მესამე პერიოდში იყარა, სადაც საქმე ისევ ჩოქბჯენამდე მივიდა, რომელშიც აზერბაიჯანელი ჩადგა. ლადომ თავისუფლად აიტაცა ლეიბიდან და ძალზე ჭკვიანურად მოიქცა - წრის კიდეზე მიიყვანა, სადაც გარეთ გადააგდო.
ასე მოიგო მან ეს შეხვედრა - 2:1 პერიოდებში.
გეგეშიძის მომდევნო მეტოქე უკრაინელი ვასილ რაჩიბა იქნება. შეხვედრა თბილისის დროის 17:48 სთ-ზე გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ლონდონმა ბერძნულ-რომაული ბადე დაგვიგო