ვლადიმერ გეგეშიძემ აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და 1/4-ფინალშია

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წარმატებით დაიწყო გამოსვლა 84 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ.

ქართველ ფალავანს სოლიდური მეტოქე ჰყავდა - აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი, ირანიდან გადმობირებული სამან ტახმასები. გეგეშიძემ ის პირველ პერიოდში შედეგიანად დაატრიალა, პრობლემების გარეშე და ერთი ქულა მიითვალა.

მეორეში უკვე თვითონ ჩადგა ჩოქბჯენში და კარგა ხანსაც უძალიანდებოდა, წარმატებით იცავდა თავს, თუმცა ბოლო წამებზე მეტოქემ მაინც მოახერხა დატრიალება. ოღონდ საკითხავია, დაასრულა თუ ვერა მან ეს მოძრაობა, რომელიც გეგეშიძემ დაუხურა.

არბიტრმა ტრიალი ჩაუთვალა, რაც ჩვენებმა გააპროტესტეს, ოღონდ არბიტრებმა არ მიიღეს და ჩვენებური დამატებით კიდევ ერთი ქულით დასაჯეს.

გეგეშიძემ მთელი ჯავრი მესამე პერიოდში იყარა, სადაც საქმე ისევ ჩოქბჯენამდე მივიდა, რომელშიც აზერბაიჯანელი ჩადგა. ლადომ თავისუფლად აიტაცა ლეიბიდან და ძალზე ჭკვიანურად მოიქცა - წრის კიდეზე მიიყვანა, სადაც გარეთ გადააგდო.

ასე მოიგო მან ეს შეხვედრა - 2:1 პერიოდებში.

გეგეშიძის მომდევნო მეტოქე უკრაინელი ვასილ რაჩიბა იქნება. შეხვედრა თბილისის დროის 17:48 სთ-ზე გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ლონდონმა ბერძნულ-რომაული ბადე დაგვიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული