რევაზ ლაშხი ოლიმპიური ოქროსთვის ირანელ ფალავანს დაეჭიდება! [+VIDEO]

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში რევაზ ლაშხმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ჰასან ალიევთან გამართა.

პირველი პერიოდის ბედი ჩოქბჯენში გადაწყდა, სადაც აზერბაიჯანელმა ფალავანმა შეძლო ილეთის გაკეთება, თუმცა მეორეში რევაზმა თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პერიოდში რეზომ ერთი ქულის აღება შეძლო, დარჩენილ დროში კი შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და ფინალში გავიდა!(იხილეთ ვიდეო)

ქართველი ფალავანი ოქროს მედლისთვის ირანელ ფალავანს ომიდ ჰაჯი ნოროოზის თბილისის დროით, 21:46 სთ-ზე დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
რევაზ ლაშხი ლონდონის
ოლიმპიადის ნახევარფინალშია!

რევაზ ლაშხმა მოიგო - ეგვიპტელი ხელში აიტაცა და ხუთქულიანზე დააგდო [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯიგარიაააააააააააა!!!!!!!!!!!!! მიდი ერთი ნაბიჯი დაგრჩა! ყველა პონტში მაგარია!!!
0
ლაშხი-შენ ოლიმპიდის მწვერვალი უნდა დაიპყრო... ამ ეტაპზე ღვთის წყალობა ყველაზე მეტად გჭირდება, უფალი გფარავდეს!!!
ketusha
19:22 06-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული