პირველი პერიოდი ხუგაევმა, რომელის ხალიჩაზე წარბზე ტრავმით გამოვიდა, უფრო აქტიურად დაიწყო და ჩვენებურთან ქულა მოიპოვა. გეგეშიძეს ილეთის გაკეთების შანსი მალევე მიეცა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ამის შემდეგ სადავო გდების შემდეგ მეტოქეებმა თითო ქულა მიითვალეს და პერიოდიც ხუგაევის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე პერიოდში რუსთა სპორტსმენს ტრავმიდან სისხლდენა დაეწყო, რის გამოც შეხვედრა მცირე ხნით რამდენჯერმე შეწყდა.
ლადოს ჩოქბჯენში მოუწია დადგომამ, ოსმა მეტოქემ კი სამწუხაროდ, სამქულიანი ილეთის გაკეთება მოახერხა.
გეგეშიძე ბრძოლას მესამე ადგილისთვის გააგრძელებს.