მანუჩარ ცხადაია ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალშია! [+VIDEO]

AutoSharing Option
7 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66 კგ) მეოთხედფინალში ეგვიპტელ აშრაფ მოჰამედ მელიგუ ელგჰარაბლის შეხვდა და როგორც პირველ ორთაბრძოლაში, ამჯერადაც ძალზე დამაჯერებლად გაიმარჯვა.

1/4 ფინალური პაექრობის პირველი პერიოდში ჩოქბჯენში ეგვიპტელი დადგა, თუმცა ქართველ ფალავანს წინააღმდეგობა ვერაფრით გაუწია. ცხადაიამ სეტი 5:0 მოგიო.

მეორე პერიოდში ელგჰარაბლი გაჯიქდა, ჩოქბჯენში კი მანუჩარი აღმოჩნდა, თუმცა ეგვიპტელმა ვერაფერი გაახერხა და საბოლოო გამარჯვება ქართველ ფალავანს დარჩა (იხილეთ ვიდეო).

ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში ცხადაიას მეტოქე უნგრელი ტამაშ ლორინში იქნება, რომელთანაც
ჩვენებურს წარმატებით უჭიდავია. შეხვედრა თბილისის დროით, 17:48 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ცხადაია მერვედფინალში შვეიცარიელ პასკალ სტრებელს დაუპირისპირდა და ძალზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
მანუჩარ ცხადაიამ შვეიცარიელი გზიდან იოლად ჩამოიცილა და 1/4-ფინალშია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული