მანუჩარ ცხადაია: ნამდვილად მეტი მინდოდა

AutoSharing Option
7 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა, მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცხადაიამ მესამე ადგილისთვის შეხვედრა როგორც კი თავის სასარგებლოდ დაამთავრა, მწვრთნელ ვაჟა კრავეიშვილსა და ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად ქართველ ჟურნალისტებთან გამოვიდა.

მანუჩარ ცხადაია:
"ნამდვილად მეტი მინდოდა. საამისოდაც განწყობილი ვიყავი, მაგრამ თავიდან მცირე შეცდომა დავუშვი, რამაც შემდეგ იჩინა თავი.

ჩემმა შეცდომამ მეტოქეს სტიმული მისცა და გააქტიურდა.

ხომ გაგიგიათ, კარგად დაწყებული საქმის ნახევარიაო. მერე შევეცადე მდგომარეობის გამოსწორებას და გავაკეთე შესაძლებლობის მაქსიმუმი, რომ მედალი ამეღო.

ვიცოდი, რომ ამას ყველა ელოდა ჩემგან"
.

ვაჟა კრავეიშვილი:
"საპატიო კვარცხლბეკისთვის მზად ვიყავით, გვეწადა, ოღონდ ნამდვილად უკეთეს შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები.

მაგრამ რას იზამ, ხომ ნახეთ, სულ მცირე ლაფსუსი, როცა ცხადაიამ ყურადღება ერთ მომენტში მსაჯის შეფასებაზე გადაიტანა, ძვირად დაგვიჯდა".

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანუჩარ ცხადაია - ცხადი ბრინჯაო საოცნებო ოქროს ნაცვლად
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლბ მანუჩარ, ჩვენი გახარებისთვის, უფრო მეტით შემდეგში გაგეხებინოს ქართველი გულშემატკივარი.
gizog
14:53 08-08-2012
0

სიახლეები პოპულარული