მუხრან ვახტანგაძის პირველი ტურნირი

AutoSharing Option
27-28 სექტემბერს ბათუმი მსოფლიოს ჩემპიონის, სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის.

შეჯიბრება წლეულს პირველად ტარდება და განზრახულია მისი ტრადიციად დამკვიდრება - ყოველ წელიწადს გამართვა. საქართველოდან ჭიდაობის საერთაშორისო კალენდარში სულ ორი ტურნირია შეტანილი და ესაა ერთ-ერთი (მეორე მსოფლიოს ჩემპიონ თემურ ყაზარაშვილის სახელობისაა ასევე ბერძნულ-რომაულში).

ვახტანგაძის პირველი ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობას მასპინძლები წარმოადგენენ - დაახლოებით 40 კაცი გამოვა ჩვენგან. უცხოელთაგან ჩამოსულია ინდოეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები, თურქებს კი 26 სექტემბრის საღამოსაც ელოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული