შეჯიბრება წლეულს პირველად ტარდება და განზრახულია მისი ტრადიციად დამკვიდრება - ყოველ წელიწადს გამართვა. საქართველოდან ჭიდაობის საერთაშორისო კალენდარში სულ ორი ტურნირია შეტანილი და ესაა ერთ-ერთი (მეორე მსოფლიოს ჩემპიონ თემურ ყაზარაშვილის სახელობისაა ასევე ბერძნულ-რომაულში).
ვახტანგაძის პირველი ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობას მასპინძლები წარმოადგენენ - დაახლოებით 40 კაცი გამოვა ჩვენგან. უცხოელთაგან ჩამოსულია ინდოეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები, თურქებს კი 26 სექტემბრის საღამოსაც ელოდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი