მოჭიდავეების ერთობლივი განცხადება ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა გიორგი მაკასარაშვილმა გააცნო.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში მედიითა და სოციალური ქსელებით, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ თითქოს ქართველი მოჭიდავეები ე.წ. ზონდერ-ბრიგადების შემადგენლობებში იყვნენ და მონაწილეობდნენ 7 ნოემბრის, 26 მაისისა და სხვა აქციების დაშლა-დარბევებში.
კერძოდ, მაკასარაშვილის თქმით, ამის შესახებ არაერთხელ გააკეთა განცხადება საპარლამენტო
"ზემოაღნიშნულ ჭორებზე დაფუძნებული უსაფუძვლო განცხადებები ლახავს ჩვენს პატივს და ღირსებას. ამიტომ ვთხოვთ ლევან ბერძენიშვილს და სხვებს, ილაპარაკონ დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ან თავი შეიკავონ თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხყოფის მიყენებისგან.
რაც შეეხება უკვე გაკეთებულ განცხადებას, ვიმედოვნებთ, რომ ლევან ბერძენიშვილი მონახავს საკუთარ თავში ძალას და საჯაროდ მოიხდის ბოდიშს მოჭიდავეების წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.
ipn.ge