საჩინაო დავითაიამ პეტლიასინსკის მემორიალზე ბრინჯაო მოიგო
AutoSharing Option
ვარშავაში ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა საჩინო დავითაიამ (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნაკრების დანარჩენი წევრები მედლის გარეშე დარჩნენ.
4 აგვისტოს ნაკრების დარჩენილი ორი წარმომადგენელი ილია გულბათაშვილი (74) და ვასილ იმერლიშვილი (96) გავა ხალიჩაზე. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 14:00 საათიდან დაიწყება.