ჭიდაობის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობენ

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 დეკემბერს გაიმართება. ფედერაციის სამუშაო ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას ხელისუფლების მხრიდან უკანონო ზეწოლის შესახებ.

ფედერაციის სამუშაო ჯგუფის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

* * *
ამონაწერი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმიდან:

22.12.2014. ფალავანთა კლუბი

დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად უკანონო ზეწოლის ფაქტების საწინააღმდეგო ზომების მიღება.

პირველი საკითხის გარშემო სიტყვით გამოვიდა გიორგი მაკასარაშვილი. მან აღნიშნა,
რომ ხელისუფლების ცალკეული შტოების მცდარ გზაზე მყოფი წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელიც სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას გაგვაცნეს, მხარს უჭერენ ბ-ნ ვალერი გელაშვილის კანდიდატურას და გვირჩიეს, რომ დაგვეჭირა მისთვის მხარი.

მათ ავუხსენით, რომ ვალერი გელაშვილს სრული უფლება აქვს, დემოკრატიულ არჩევნებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ გელაშვილის მსგავსად, სხვა კანდიდატებსაც, მათ შორის, ჭიდაობის სამყაროს დიდი ნაწილის მიერ წამოყენებულ კანდიდატებსაც აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

ამ პასუხის შემდეგ ადგილი აქვს აშკარა უკანონო ზეწოლას ამ ბატონების მხრიდან, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ითხოვენ ბ-ნ რომან რურუასგან, მოხსნას თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის არჩევნებიდან. ამ მიზნით მათი მხრიდან მიღებულ იქნა სხვადასხვა ზომა, რომელთა გაჟღერებისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ.

ასეთივე ზეწოლას ვერ გაუძლო ბ-ნმა გურამ საღარაძემ, რომელმაც დადგენილ ვადებში უკვე გაიტანა თავისი განცხადება უკან პრეზიდენტობის კანდიდატობაზე.

ყოველივე ეს ხდებოდა და ხდება ჩვენი სამუშაო ჯგუფის წევრების თვალწინ. საჭიროების შემთხვევაში ამას დავადასტურებთ.

სამუშაო ჯგუფს მიაჩნია, რომ ამ ბატონების მოქმედება მიუღებელია. იგი ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ ნორმებს და ემსგავსება წინა ხელისუფლებების დროინდელ უკანონო მეთოდებს.

ამ ქმედებებით მათ უნდათ გადახაზონ "ქართული ოცნების" საყოველთაოდ ცნობილი პოსტულატი, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ საქართველოში "სამაგალითო დემოკრატია". მათი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საჭიდაო სამყაროს წარმომადგენელთა ნებას, რომლის მიხედვითაც, სურვილი აქვთ, პრეზიდენტად იხილონ დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული პრეზიდენტი.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიღებულ იქნას დემოკრატიული არჩევნების დამცავი დამატებითი ზომები, კერძოდ:

1. კიდევ ერთხელ გასაჯაროვდეს, რომ პრეზიდენტის არჩევის სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატად განცხადების შეტანისა და უკან გამოსატანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 20 დეკემბერს, 18.00 სთ-ზე. ამ ვადაში განცხადება შემოიტანა 5-მა კანდიდატმა.

ესენი არიან: რომან რურუა, მანუჩარ კვირკველია, გიორგი მაკასარაშვილი, გურამ საღარაძე და ვალერი გელაშვილი. დადგენილ ვადებში უკან გაიტანა საკუთარი განცხადება გურამ საღარაძემ.

ამრიგად, სამუშაო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა 4 კანდიდატი: რომან რურუა, მანუჩარ კვირკველია, გიორგი მაკასარაშვილი და ვალერი გელაშვილი. ისინი ავტომატურ რეჟიმში შევლენ საარჩევნო ბიულეტენში.

ჩვენი მოქმედება გამომდინარეობს სამართლიანობის პრინციპიდან და არ ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას.

2. იმისათვის, რომ გამოირიცხოს რაიმე სახის ზეწოლა კანდიდატებზე, არჩევნები ჩატარდეს სპეციალურად შემუშავებული წესით, რომლითაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფასთან ერთად, გამოირიცხება პრეზიდენტობის კანდიდატებზე შემდგომი ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის აზრი და მიზანშეწონილობა.

3. შემდგომშიც განხორციელდეს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ "ქართული ოცნების" მთავარი მიღწევის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დაცვას და აგრეთვე, ერთ-ერთი საზოგადოებრივი სექტორის, ამ შემთხვევაში, ჭიდაობის ფედერაციის გაძლიერებას;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდეს საინფორმაციო საშუალებებით.

სამუშაო ჯგუფის წევრები:
1. მერაბ ღუდუშაური
2. გიორგი მაკასარაშვილი
3. ვასილ ქარსელაძე
4. დიმიტრი გელაშვილი
5. თამაზ მაჭავარიანი
6. ნოდარ მოდებაძე
7. დავით გობეჯიშვილი
8. თემურ ყაზარაშვილი
9. ბაკურ გოგიტიძე
10. გიორგი ლომიძე
11. მანუჩარ კვირკველია
მკითხველის კომენტარები / 8 /
გობეჯიშვილი ვისაც მხარს დაუჭერს, ის როგორ შეიძლება აირჩიო.
brrrr
25 დეკემბერი 2014 13:33
0
გოგია, შენ რას ელი და შენ რა გაგიკეთებია ჭიდაობისთვის? კვირკველიასთან ალიანსში , გადაწყვიტე დუშეთის ბაზაზე აკეთო ფული? სახელმწიფოს ფულს ვერ გადაყლაპავ ჯიგარო ვერააა
გოგიას
25 დეკემბერი 2014 11:59
0
ბატონო გოგი, რურუას კანდიდატურა თუნდაც იმიტომ აღარ არის მისაღები, რომ თქვენი დაცვა სჭირდება (თურმე); მეორე და მნიშვნელოვანი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ცდილობთ ამ აბსურდული ინფორმაციის გავრცელებით, ზეწოლა მოახდინოთ ყრილობის დელეგატებზე - ანუ, ეს არის კონკრეტული ადამიანისაგან მონსტრის შექმნა - საზოგადოების ემოციური ფონის მართვა უარყოფითად. ვალერი გელაშვილის ადგილზე, მე თქვენ გიჩივლებდით!
გოგი მაკასარაშვილს
25 დეკემბერი 2014 11:54
0
სირცხვილი ის იყო როგორც ბოლო ცხრა წელი იმართებოდა ჭიდაობის ფედერაცია და ხმისამომღებიც არავინ როარ იყო სამწუხაროდ.გელაშვილი თუ სირცხვილია მას არაირჩევენ და მორჩა მარა მის მაგივრად ვისაც აირჩევენ ის რას იზამს როგორი იქნება ამაზე პასუხს ვინ აგებს.
quTaiseli
24 დეკემბერი 2014 22:55
0
რა გელაშვილი :დ ხაშურს დედა უტირა,მაგას რა უნდა ფედერაციაში?სირცხვილია
tazo
24 დეკემბერი 2014 22:19
0
gogi makasarashvili რა უნდა ყოფილიყო ესეთი ზეწოლა ბატონ რომანზე რო ვერ გაეძლო და არ ეთქვა სიმართლე ვერ წარმომიდგენია არ თქმა სიმართლის სუსტების ხვედრია და თქვენი ნათქვამოდან გამოდის რო ბატონ რომანს შეეშინდა თორე მასე ყველაფრის და ყველას გამართლება შეიძლება და ართქმამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ადამიანს ვიდრე თქმამ . მეკიდე მგონია რომ ვიღაცას ძალიან სურს რომ სახელმწიფოსგან ფული კი მიიღოს მაგრამ ანგარიშვალდებული არიყოს ეს აშკარად ჩანს.ნუ ერევით ჩვენ საქმეში მაგრამ ფული სახელმწიფომ უნდა მოგვცეს ეს ლეიტმოტივი გაზდევს ამას სამწუხაროდ.სახელმწიფო კიდე თუ ფულს მოგცემს შედეგსაც მოითხოვს და ამას ყველა უნდა შეეგუოს სხვანარიად უბრალოდ არიქნება.თორე დემოკრატია და ესეთი რაღაცეები აქ არაფერ შუაშია მემგონი რო ფული არა ამ სკამისთვის ეგეთი ამბები არ ატყდებოდა.რაც შეეხება გელაშვილს მე პირიქით მივესალმები თუ ბიზნესექტორიდან იქნებიან ფედერაციის პრეზიდენტები და სულ სახელმწიფოს ხელისშემყურე არიქნებიან ფედერაციები ზოგადად.
quTaiseli
24 დეკემბერი 2014 22:02
0
ჩემო ქუთაისელო, შოთა რუსთაველმა დაგვიტოვა უდიდესი სიბრძნე აფორიზმის სახით "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ბატონი რომანი სწორედ ამ მდგომარეობაშია და იგი თქმას არათქმას ამჯობინებს. აი ჩვენ, სამუშაო ჯგუფის 11 წევრი კი პირიქით იმ მდგომარეობაში ვართ, როცა თქმა სჯობს. სჯობს იმიტომ, რომ დავიცვათ მყიფე და ნედლი დემოკრატია ძალაუფლებაში მყოფ მცდარ გზაზე მდგომი ინდივიდებისაგან. თუ თქვენ გსურთ გაიგოთ სიმართლე, მოუსმინეთ დღეს გასაჯაროებულ ვალერი გელაშვილის სატელევიზიო კომენტარს, რომლითაც მან გაუცნობიერებლად აღიარებითი ჩვენება მისცა რუსთავი-2-ს მისი მხრიდან რომან რურუაზე ზეწოლის შესახებ.
gogi makasarashvili
24 დეკემბერი 2014 21:15
0
და თუ ფული არექნა ფედერაციას რა თავში სახეთქად უნდა ვინმეს პრეზიდენტობა პრეზიდენტი კიდე ის იქნება ვისაც სახელმწიფო ენდობა და დააფინანსებს.სხვანაირად არაფერი გამოვა.რურუას კიდე არავისი ეშინია და სხვისი დაცვა არ ჭირდება თვითონაც განაცხადა რო არავითარი ზეწოლა ყოფილა და ვერც იქნებოდაო.ასერო მე მჯერა ამ ადამიანის.ისე დაიწყებენ ეხლა ერთი ამბავის ტეხვას წინასაარჩევნოდ.
quTaiseli
24 დეკემბერი 2014 20:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული