კერძოდ, მხრის ტრავმის გამო ვერ წავიდა რევაზ ნადარეიშვილი (85), მის ნაცვლად კი გუნდში ბექა ბალანჩივაძე (59) წავიდა. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც არჩილ თურმანიძე (71) გაემგზავრა. სამაგიეროდ, იჭიდავებს მიხეილ ქაჯაია (97), ვისაც ფეხი ისევ სტკივა, მაგრამ გამაყუჩებლებით მაინც შეძლებს გამოსვლას.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები იქ გადახალისებული შემადგენლობით წავიდა - ევროპის ბრინჯაოსმედალოსან გიორგი ცირეკიძის (80) გარდა, არ ჭიდაობს
ლიდერები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 9-12 იანვარს თბილისში ჩატარდება და ამიტომ ახლა არ ჩათვალეს მათი დატვირთვა საჭიროდ, სხვებს კი ასევე ქვეყნის პირველობისთვის მზადების მიზნით წონას არ აკლებინებენ, რადგან ქვეყნის პირველობაზე ისეც მოუწევთ ამის გაკეთება.
59 კგ. ნიკა ცეცხლაძე, ბექა ბალანჩივაძე
66 კგ. მურად მიქელაძე, ლაშა გოგიტაძე
71 კგ. ანტონ მამაგეიშვილი, გოგა გოგიბერაშვილი
75 კგ. გოგა აფრიამაშვილი, მინდია წულუკიძე
80 კგ. გიორგი დათუნაშვილი, ნიკა კელასოვი
85 კგ. გიორგი ცირეკიძე, რუდოლფ ოგანეზოვი
98 კგ. მათე სოფაძე, მიხეილ ქაჯაია
130 კგ. სანდრო დიხამინჯია
მწვრთნელები: ბეგი დარჩია, აკაკი ჩაჩუა, ჯემალ ბაკურიძე
მაზანდარანშიც - სათადარიგოები
დღესვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა ირანულ მაზანდარანში გაემგზავრება, სადაც 26-27 ნოემბერს "მსოფლიოს ჭიდაობის საკლუბო თასზე" იასპარეზებს. ესაა გუნდური ტურნირი, რომელიც გაიმართება პრინციპით - "კედელი კედელზე", შემადგენლობით კი საკმაოდ ძლიერი იქნება, რადგან მასში მონაწილეობას 12 ქვეყანა მიიღებს: ირანი, საქართველო, აშშ, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ბულგარეთი, კუბა, სომხეთი, მონღოლეთი, ბრაზილია, მექსიკა და ბანგლადეში.
ორ ჯგუფად გაყოფილი ეს გუნდები 26 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის ორთაბრძოლებს ჩაატარებენ, 27-ში კი - ფინალურ პაექრობებს.
ტურნირი კომერციულია - ჩემპიონი ჯილდოდ 50 000 დოლარს მიიღებს, ფინალისტი - 30 000-ს, მესამეზე გასულებიდან კი თითოს 20 000 დოლარი ერგება.
57 კგ. ლევან მურცხვალაძე, ლაშა ტალახაძე
61 კგ. შოთა ფარტენაძე, აკაკი მოწონელიძე
65 კგ მალხაზ ზარქუა
70 კგ. ალექსანდრე ჯაჭვაძე
74 კგ. ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ. ირაკლი მწითური, თედორე ებანოიძე
97 კგ. გიორგი კაკაურიძე
125 კგ. თორნიკე ხიდეშელი
მწვრთნელები: ემზარ ბედინეიშვილი, ოთარ თუშიშვილი, გოჩა კირკიტაძე.
მსაჯი: მიხეილ გრძელიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"