ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 11 კლასიკური მედალი სომხეთიდან

AutoSharing Option
ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" 11 მედალი მოიპოვეს ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში - 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ჩემპიონები მინდია წულუკიძე (75), ნიკოლოზ კელასოვი (80), მათე სოფაძე (85) და სანდრო დიხამინჯია (130) გახდნენ. ფინალური პაექრობები დათმეს მურად მიქელაძემ (66) და გიორგი ცირეკიძემ (85), მესამე ადგილზე კი გოგა გოგიბერაშვილი (71), ანტონ მამაგეიშვილი, გოგა აფრიამაშვილი (ორივე - 75), გიორგი დათუნაშვილი (80) და გიორგი მარშანია (98) გავიდნენ.

ტურნირი არ იყო ძალიან წარმომადგენლობითი და ძლიერი - ჩვენების გარდა, სომხეთის, რუსეთისა და პოლონეთის გუნდები გამოდიოდნენ, სულ
120 სპორტსმენი, თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ამ ეტაპზე საგანგებოდ შეარჩია შედარებით სუსტი ტურნირი. სწორედ ამიტომ იუარა წინა კვირას მინსკში, ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალზე წასვლა.

ახლა ჩვენი ფალავნებისთვის უახლოესი და ფრიად მნიშვნელოვანი შეჯიბრება საქართველოს ჩემპიონატია, რომელიც 9-12 იანვარს თბილისში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული