შეგახსენებთ, რომ სწორედ მელდონიუმი აღმოაჩნდა ახლახან ექვს ქართველ მოჭიდავესაც, რომლებსაც დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. თუმცა არამხოლოდ ქართველებს - ბოლოდროინდელი დოპინგის შემთხვევათა უმეტესობა მილდრონატსა და მის მონათესავე მელდონიუმზე მოდის, რომლებიც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან შეიტანეს აკრძალულთა სიაში.
საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (ვა
ჩვენსა და რუსების ახლანდელ სკანდალს შორის კიდევ ერთი მსგავსება ისაა, რომ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციასაც თავად აუღია სინჯები (სავარაუდოდ, მათ ვადა-მ დაავალა შემოწმების ჩატარება და ამ შემთხვევაში შესამოწმებელთა სიასაც ისინი მიაწვდიდნენ), ჩვენთან კი ვადა-ს დავალებას წინ ჩვენი ფედერაციის ინიციატივა უძღოდა.
სემენოვი ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში გამოდის, ეროვნულში ფეხი ვერ მოიკიდა, სალეევი კი გამოცდილია და ჩვენებთანაც უპაექრია. საბედნიეროდ, უშედეგოდ - მარტის დასაწყისში მას რიგაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რობერტ კობლიაშვილმა მოუგო.
ამ ახალმა სკანდალმა რუსულ სოციალურ ქსელებში ახალი ჭორი გააჩინა - წერენ, რომ შესაძლოა დოპინგის შიშით არ გამოდის თავისუფალ ჭიდაობაში დაღესტნელთა მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი (86).
ოფიციალური ინფორმაციით, მან იანვარში, ივან იარიგინის ტურნირზე გაფრენის წინ ფეხი იტკინა და მას შემდეგ მკურნალობს, თუმცა ის ისე არაადამიანურად დაკუნთულია და ისეთ ჯანზეა, არაა გამორიცხული, მელდონიუმ-მილდრონატზე ბევრად ძლიერი რამე აღმოაჩნდეს ორგანიზმში.
დოპინგზე მეტად საეჭვო მისი ასაკია - ეს მოწიფული მამაკაცი, რომელსაც წონის ვეტერანებიც ვერ უძლებენ ძალაში, სულ რაღაც ორი წლის წინ ჭაბუკებში ჭიდაობდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"