ლიანა ალმეევას (48) დებიუტი წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრებში - ბულგარულ რუსეში მიმდინარე 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატზე მან პირველად იჭიდავა ოფიციალურ შეჯიბრებაზე ჩვენი სახელით და პირველივე წრეში წმინდად დამარცხდა ნორვეგიელ სილიეკნუტსენ კიპერნესთან.
კიპერნესი ფინალში კი გავიდა და ჩვენებურიც გაიყოლა დამამშვიდებელ წრეში, თუმცა მან ვერც ეს შანსი გამოიყენა- იქაც პირველივე ორთაბრძოლა წააგო აზერბაიჯანელ ჰანა პავლივთან - 0:6.
რუსეში დღესაც გოგონები იჭიდავებენ, შაბათ-კვირას კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. ჩვენი ნაკრები,
ემზარ ბედინეიშვილის ხელმძღვანელობით, სრული შემადგენლობით იჭიდავებს.
საქართველოს ნაკრები:57
კგ. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი), 61 კგ. შოთა ფარტენაძე (ქედა), 65 კგ. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია), 70 კგ. დავით ბუზიაშვილი (ხაშური), 74 კგ. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი), 86 კგ. ირაკლი მწითური (თბილისი), 97 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა), 125. გენო პეტრიაშვილი (გორი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"