შეგახსენებთ, რომ სერბულ ზრენიანში იმართება ევროპის ქვეყნების პირველი სალიცენზიო ტურნირი რიოს ოლიმპიური თამაშებისათვის, სადაც ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.
ბოლქვაძემ ფინალამდე სამ მეტოქეს მოუგო: მარიუს ტომესენს 6-0, ბულგარელ კონსტანტინ სტასს 4-0, ხოლო ნახევარფინალში პოლონელი დავიდ კარეჩინსკი 5-0 დაამარცხა.
ერთი გამარჯვება დააკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად ზურაბ იაკობიშვილს (65), რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა 2-3 დათმო უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან.
სამწუხაროდ, დამარცხდა რევაზ ლაშხი (59) მეოთხედფინალში
ფინალები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.