რიო 2016: საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" გუნდის შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა:

ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი შმაგი ბოლქვაძე (66), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის წლევანდელი ფინალისტი რობერტ კობლიაშვილი (85), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (98) და 23-წლიანებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი იაკობ ქაჯაია (130).

სავსებით ლოგიკურია, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ზუსტად იმ ფალავნებს დაეყრდნო, რომლებმაც ლიცენზიები მოიპოვეს - ხუთივემ ხომ წლეულს გაინაღდა რიოში წასვლა. თანაც, ამათმა უმეტესობამ წარმატებით იჭიდავა ევროპის ასაკობრივ თუ უფროსთა ჩემპიონატში, ანუ ამ მოცემულ მომენტში მწვრთნელს მათზე
უკეთესი კანდიდატურები არც ჰყავდა.

ამ ნაკრებმა მხოლოდ ერთ წონაში - 59 კილოგრამში ვერ მოიპოვა ლიცენზია, დასახელებული ხუთეულიდან კი ოთხი ოლიმპიადის დებიუტანტია, თამაშებზე ასპარეზობის გამოცდილება მხოლოდ დათუნაშვილს აქვს.

ნაკრები ამჟამად მინსკშია, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ შეკრებას გადის. ისინი სამშობლოში 20 ივლისს დაბრუნდებიან და დასკვნით შეკრებას დუშეთში გაივლიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული