ისევ ოქროთი დავიწყეთ - გიორგი მელია ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია

AutoSharing Option
ფრანგულ მაკონში 30 აგვისტოს დაიწყო ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებნენ. მოლოდინისამებრ, ჩვენმა ფალავნებმა წარმატებული სტარტი აიღეს და პირველივე დღეს 4-დან 2 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო და ბრინჯაო.

ზაზა სილაგაძის შეგირდებმა არც ამჯერად დაარღვიეს სასიამოვნო ტრადიცია და ტურნირი ოქროს მედლით დაიწყეს. მსოფლიოს ჩემპიონი სამტრედიელი გიორგი მელია (96) გახდა, მესამეზე კი ხობელი ნუგზარ წურწუმია (50) გავიდა. აღსანიშნავია, რომ წლეულს ორივეს მშვენიერი სეზონი აქვს - ივნისში წურწუმია ევროპის ჩემპიონი გახ
და, მელიამ კი ვერცხლი მოიპოვა.

მელიამ მსოფლიოს ჩემპიონატი აღმავლობით ჩაატარა და ოთხივე შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა. ანგარიშიდან გამომდინარე, თითქოს საგრძნობი უპირატესობა ფინალში არ ჰქონდა ბელორუს ბოპემბე არსენ სიჩევთან, ვისაც 5:4 მოუგო, თუმცა ტაქტიკურად მასთანაც ყველაფერი სწორად გააკეთა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.

ის ბევრ ქულას აგროვებს, რაც ზოგადად, ჭიდაობაში და განსაკუთრებით - ამ სახეობაში იშვიათობაა. თუმცა სასურველია, თავს უკეთ იცავდეს, რადგან ზოგიერთ ორთაბრძოლაში იოლადაც დაკარგა, მაგრამ, მთლიანობაში, მის წარმატებას რეალური საფრთხე არ შექმნია.

მელია საკვალიფიკაციო წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი შვეიცარიელ დამიენ ვონ ეუს 4:0 მოუგო. არც იაპონელ იუტა ნარას დააყარა კარგი დღე და 7:1 აჯობა, ნახევარფინალში კი საინტერესო, დაძაბული ბრძოლა მოუგო ამერიკელ ტრეის განგელო ჰანჩოკს - 12:8.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონი წურწუმია მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტია. სხვათა შორის, მაშინ ირანელთან დამარცხდა, ახლა კი ბრინჯაოსთვის შეხვედრა ირანელს მოუგო, ოღონდ ეს სხვა ფალავანი იყო - მეჰდი სეიფოლა მოსენ ნეჯადი, ვისაც 7:2 აჯობა.

წურწუმია ჩემპიონატში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება, სადაც უკრაინელ ვლადისლავ კოროსტელოვს 4:1 მოუგო. მეორე წრეში ყაზახ ბაირჟან სადვოკასოვს 6:2 აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში უზბეკ იკომ ბაკრომოვთან, სამწუხაროდ, წმინდად წააგო - 0:9.

30 აგვისტოს ჩვენგან კიდევ ორი ფალავანი ჭიდაობდა, მაგრამ წარუმატებლად გამოვიდნენ. ევროპის წლევანდელი ფინალისტი ლევან ქავჟარაძე (60) ისევ აზერბაიჯანელ მიხაილ რახმანოვთან დამარცხდა (0:5), ვისთანაც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში წააგო. ეს მეოთხედფინალში მოხდა და ჩვენებური ისევ ინარჩუნებდა სანუგეშო წრეში გადასვლის შანსს, მაგრამ რახმანოვი ნახევარფინალში ყირგიზ კალი სულაიმანოვთან დამარცხდა. ქავჟარაძემ მანამ ორი შეხვედრა მოიგო - საკვალიფიკაციოში იაპონელი აიატა სუძუკის 6:3 აჯობა, რუს მიაკდი იაკიაევს - 5:4.

თემურ ჭკუასელიძე (74) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, აზერბაიჯანელთან - ზუბაირ დიბიროვთან 5:11 წააგო.

დღეს, 31 აგვისტოს, მაიკონში დარჩენილი ოთხი წონის წარმომადგენლები ჩაებმებიან. მათ შორის ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერები - რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) იქნებიან, რაც გვაძლევს იმედს, რომ მონაგარი კიდევ უფრო გაიზრდება, მათ შორის - ოქროსიც.

ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი დავით ჩხარტიშვილი (55) მერვედფინალში გერმანელ ალექსანდერ გინცს შეხვდება, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი - ამერიკელ დალტონ ჯეიმს რობერტსსა და იტალიელ ჯაკოპო სანდრონს შორის უმჯობესს.

ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე ბადეში უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვთან მოხვდა, ვისაც წლეულს ევროპის პირველობის ფინალში აჯობა, ოღონდ ამჯერად მას მეოთხედფინალში თუ შეხვდება. ოღონდ იქამდე უკრაინელმა რუსი მაგომედ ირბილოვი უნდა დაამარცხოს, ზოიძე კი ჩემპიონატში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, სადაც ლიტველ კრისტუპას სლეივას შეხვდება. მეორე წრეში გასვლისას მისი მეტოქე იაპონელი რიო ნაკაჰაში ან ბრაზილიელი ჟოილსონ დე ბრიტო რამოს ჟუნიორი იქნება.

გურამ ხეცურიანი (84) პირველივე შეხვედრას ხორვატთა ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ ივან ჰუკლეკთან გამართავს. ამათში მოგებულის მეტოქე ყაზახ ბახტიარ ჟილისბაევსა და ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას შორის უმჯობესი იქნება. ბადის ამავე მხარესაა თურქი ევროპის წლევანდელი ფინალისტი ალი ცენგიზი, ვისთანაც წლეულს კონტინენტის პირველობაზე დამარცხდა (თურქი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა) და მათი გზები ამჯერადაც ნახევარფინალში იკვეთება.

დაბოლოს, პატარიძე, ვისაც აგერ, უკვე მესამე სეზონია, პირველხარისხოვანი ტურნირი კი არა, შეხვედრა არ წაუგია (შარშან უფროსებში დათმო მხოლოდ ერთი პაექრობა), თანატოლებში ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას მერვედფინალში ჩაატარებს ირანელ ამინ მოჰამადზამან მირზაზადეჰთან, მომდევნო მეტოქე კი იაპონელ შოთა იტოსა და აზერბაიჯანელ გამზათხან ისრაპილოვს შორის მოგებული იქნება.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. ბერძნულ-რომაული სტილი
50 კგ.
1. ვლადისლავ მელნიკოვი (რუსეთი); 2. იკომ ბაკრომოვი (უზბეკეთი): 3. ნუგზარ წურწუმია (საქართველო), სერგეი სიმონიანი (სომხეთი).

60 კგ.
1. კალი სულაიმანოვი (ყირგიზეთი); 2. ეტიენ კინსინგერი (გერმანია); 3. კრეიგ ტეილორ ლა მონტი (აშშ), სეიდილა თაზაევი (თურქმენეთი); 9. ლევან ქავჟარაძე (საქართველო).

74 კგ.
1. ტამერლან შადუკაევი (ყაზახეთი); 2. გეორგე ვლად მარიეა (რუმინეთი); 3. ზოლტან ლევაი (უნგრეთი), ახმედ კაიცუკოვი (რუსეთი); 20. თემურ ჭკუასელიძე (საქართველო)
.
96 კგ.
1. გიორგი მელია (საქართველო); 2. ბოპემბე არსენ სიჩევი (ბელორუსი); 3. ტრეის განგელო ჰანჩოკი (აშშ), რუსლან ბეკუზაროვი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ისე მარტლა რა უბედურებაა ეს ცვერები და ტატუები? ეს ჰვენს პეხბურტელებსაც ეხებატ. ეტკობა საპერსი საჰვალებები ნამეტანი გადზვირებული და პული არ კოპნიტ საკიდლად, ხოლო ხატვა უპასოა და იხატავენ ესენიც.
vaxo
07:15 01-09-2016
0
ვულოცავ ოქროს და მეტ წარმატებებს ვუსურვებ..
მაგრამ ეს წვერი რა მოჯაჰედივით გაუბურძგნია, რა უბედურება. ახალგაზრდა ბიჭია და რას იმახინჯებს თავს? ან რა ქურდული ტატუ აქვს, დაიწებოს მაინც ზედ რამე და ნუ აჩვენებს. სირცხვილია. პატრონი არ ჰყავდა არავინ, ეგ რომ გაიკეთა? რა ქურდული აუტყდა ამ სპორტსმენ კაცს.
ენლილ
02:39 01-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული