ოღონდ ახალგაზრდების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სილაგაძემ, შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონები წაიყვანა და თან ისევ სამი კაცი: რამაზ ზოიძე (66), გიორგი მელია (98) და ზვიად პატარიძე (130). ეს ტურნირი მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში ტარდებოდა, ანუ მხოლოდ 6 წონაში იმართებოდა, საპრიზო ფონდი კი საკმაოდ მაღალი იყო: 3000, 2000 და 1000 დოლარი.
ჩვენი სამეულიდან ყველაზე კარგად ქუთაისელმა პატარიძემ იჭიდავა - ევროპელთაგან "ახალგაზრდა ლომად" წოდებული ფალავანი ყაზახეთშიც ლომივით
ჩუგოშვილმა არც ახლა უღალატა ქართველებთან ბინძური მეთოდებით ჭიდაობის ჩვეულებას და არც პატარიძეს დააკლო ხელი, თუმცა ლომი ამან ვერ შეაკრთო და გახეთქილი წარბის მიუხედავად, მეტოქეს ოდნავი შანსიც არ მისცა. არადა, ბელორუსი ფიზიკურად მასზე დიდი იყო, მაგრამ პატარიძემ ზუსტად ძალისმიერი ილეთით დააგდო 4-ქულიანზე და თან იქვე დაატრიალა. მოგვიანებით წრიდანაც იოლად გაიყვანა და უფროსებში პირველი ტიტული მოიპოვა.
ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ჩვენებურმა მანამდე ოთხი შეხვედრაც ასევე დამაჯერებლად მოიგო. თავდაპირველად ყაზახ ჟალგასბაიევს ქულებით აჯობა წმინდად, მერე რუსეთის ვიცე-ჩემპიონი ვიტალი შური 6:0 ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში კი უზბეკ მამუდ აბდულაევსაც აჯობა.
ზოიძე ამ ტურნირზე შარშანაც გამოვიდა და მესამე ადგილზეც გავიდა. ის ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალ წონაში - 71 კილოგრამში გეგმავს გადასვლას, მაგრამ, რადგან ეს არაოლიმპიური წონაა, ამიტომ ამჯერად ისევ 66-ში დარჩა. მან თავდაპირველად ორი შეხვედრა მოიგო მასპინძლებთან - დანიართან და გუჩიგოვთან, მაგრამ მეოთხედფინალში კიდევ ერთ მასპინძელ სულეიმანთან დამარცხდა. მომდევნო შეხვედრა იმანაც წააგო და ზოიძეც გამოეთიშა ტურნირს.
მელიაც მეოთხედფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრებას - ირანელ ბირანვანდისთან 0:1 დათმო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"