ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ბეგი დარჩია გადადგა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.

მან უკვე დაწერა განცხადება, რაც ფედერაციამ დააკმაყოფილა, მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად კი მისივე შეგირდი, ევროპის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი დაინიშნა.

ლაშხი მოვალეობას 1-ელ იანვრამდე შეასრულებს, მერე კი ფედერაცია ჩვეულებრივ დანიშნავს მწვრთნელს. ოღონდ ეს უკვე ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა იქნება, რადგან 17 დეკემბერს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაა დანიშნული, სადაც პრეზიდენტის არჩევნებიც ჩატარდება.

ამ პოსტზე განაცხადების მიღება 9 დეკემბერს, 18 საათზე შეწყდება, ჯერჯერობით კი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საიტის ცნობით, სამმა
კანდიდატმა შეიტანა განცხადება - მოქმედმა პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ, გეგა გეგეშიძემ და ვეტერანმა მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძემ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აქამდეც უნდა წასულიყო დაგვიანებულია
გოგა
23:26 07-12-2016
0
ისევე გვიან სჯობს ვიდრე არასდროს უნდა ვთქვათ. იმედია შემცვლელი გაგვახარებს შედეგიანობით.
giga
09:39 08-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული