გამარჯვებულები დააფასეს

AutoSharing Option
გასული თვე საკმაოდ წარმატებული გამოდგა შიდა ქართლელი მოჭიდავეებისათვის.

ჯერ რეგიონის ქართული ჭიდაობის გუნდმა გორში, ღია ცის ქვეშ გამართულ საქართველოს გუნდურ პირველობაზე მოიპოვა გამარჯვება, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მეორედ გახდა ჩემპიონი გორელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ხოლო ახლახან ჭაბუკმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი ირგუნა.

შიდა ქართლის ხელისუფლებამ გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდობის დარბაზში შეხვედრა მოუწყო გამარჯვებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს და მიულოცა წარმატებები.

ხელცარიელი არ მისულა მათთან რეგიონში პრეზიდენტის სახელწიფო რწმუნებულის მოადგილე პაატა გიორგაძე, რომელიც შიდა ქართლის
გუბერნატორის აპარატში სპორტს კურირებს და ამასთან კრივისა და ქართული ჭიდაობის რეგიონალურ ფედერაციათა პრეზიდენტია.

გიორგაძემ ხინჩაგაშვილს, ღვინიაშვილს და ქართული ჭიდაობის გუნდის წევრ ნოდარ მეტრეველს საჩუქრად ტელევიზორები გადასცა. მეტრეველი ქართულ ჭიდაობაში გუნდურ შეჯიბრებაზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთს შორის ფინალურ დაპირისპირებაში გადამწყვეტი მოგებისთვის დააჯილდოვეს (ფინალში შიდა ქართლმა 3 : 2 გაიმარჯა). უნდა ითქვას, რომ გამარჯვებული გუნდიდან მხოლოდ ერთი ფალავანის გამორჩევამ, ჭიდაობის ქომაგთა შორის გარკვეული არაობიეტურობის განცდა გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული