ტოჩინოშინმა კი ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია - მონღოლ ტოკიტენკუსთან წააგო. აზიელმა ხერხით აჯობა ჩვენებურს, მან სასტარტო დაჯახება აიცილა თავიდან და შეტევისთვის უკეთესი პოზიცია მიიღო. ლევანს 1-2 ბალანსი აქვს. ძურიოს დივიზიონში მეორე ორთაბრძოლა მოიგო კოკაიმ (ლევან ცაგურია) და ბალანსი 2-1 გაუხდა. იანვრის ბაშოზე 11 რიკიში ლიდერობს დაუმარცხებლად.
III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ამინიშიკი (ოშიდაში), კოტოოშუ-ტაკეკაძე
IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე, კისენოსატო-ტოიონოშიმა, ბარუტო-ვაკაკოიუ, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, კოტოოშუ-გოეიდო, კაკურიუ-მიაბიამა, ტაკაიასუ-ჰომაშო, ტოჩინოვაკა-კიტატაიკი, არანი-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-სადონოფუჯი, გაგამარუ-იოშიაზუმა. ძურიო: კოკაი-ვაკანოსატო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"