არჩევნებში მონაწილეობას ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატი - რამაზ ხატიაშვილი იღებდა, რომელიც დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.
არჩევნებს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავა დაესწრნენ.
ახალი პრეზიდენტი ჭიდაობის ფედერაციას 2 წლის ვადით უთავკაცებს. რამაზ ხატიაშვილი უახლოეს პერიოდში ქართული ჭიდაობის ბიზნესსექტორით დაინტერესებას აპირებს. ამასთან, სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციას გეგმავს.
msy.gov.ge