ქართული ჭიდაობა გელა ბერუაშვილს ჩააბარეს

AutoSharing Option
2012 წლის აპრილიდან ქართული ჭიდაობის ფედერაციას რამაზ ხატიაშვილი ედგა სათავეში, მაგრამ ის საკუთარი სურვილით გადადგა.

19 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები, საქართველოს ფალავნები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი (გელა ბერუაშვილი, უშანგი ყურაშვილი, აკაკი ბორცვაძე, ნოდარ სირბილაშვილი და პაატა ურიათმყოფელი) იბრძოდა.

საკუთარი პროგრამების წარდგენის შემდეგ ყურაშვილმა, ბორცვაძემ და ურიათმყოფელმა კანდიდატურები მოხსნეს.

47-იდან 28 დელეგატმა ხმა გელა ბერუაშვილს მისცა, 19-მა - ნოდარ სირბილაშვილს. ახალმა პრეზიდენტმა
გამგეობის შემადგენლობის ასარჩევად ერთკვირიანი შუალედი ითხოვა.

- დიდი მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, ამ სახელოვანი ადამიანების ნდობა გავამართლო,
- თქვა გელა ბერუაშვილმა.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის ყრილობას სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული