23 მარტს მედლების კომპლექტი ოთხ წონაში გათამაშდება. ოქროს მედლებისთვის 55, 60, 96 და 120 კილოგრამში მონაწილე სპორტსმენები იბრძოლებენ.
პირველი წრის შეხვედრები გამართეს საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა - 60-კილოგრამში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა რევაზ ლაშხმა იჭიდავა, საწყის წრეში სერბ კრისტიან ფრის 5:1, 4:1 მოუგო და მეორე წრეში გავიდა, სადაც ხორვატ ტონიმირ სოკოლს შეხვდება.
სოსო ჯაბიძემ (96 კგ) უკრაინელ ვლოდიმირ ვასილიევს 6:3, 2:0 აჯობა და მერვედფინალში გავიდა. იქ ჯაბიძის მეტოქე სომეხი
ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ ესტონელი ჰეიკი ნაბი, ვინც ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია 1:0, 1:0 დაამარცხა. ფერსელიძე მეორე წრეში ხორვატ მარკო კოშევიჩს დაეჭიდება.
www.tbilisichampionship.com