ევროპის ჩემპიონატი: ქართველმა მოჭიდავეებმა პირველი ეტაპი დაძლიეს

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საჭიდაო ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ.

23 მარტს მედლების კომპლექტი ოთხ წონაში გათამაშდება. ოქროს მედლებისთვის 55, 60, 96 და 120 კილოგრამში მონაწილე სპორტსმენები იბრძოლებენ.

პირველი წრის შეხვედრები გამართეს საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა - 60-კილოგრამში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა რევაზ ლაშხმა იჭიდავა, საწყის წრეში სერბ კრისტიან ფრის 5:1, 4:1 მოუგო და მეორე წრეში გავიდა, სადაც ხორვატ ტონიმირ სოკოლს შეხვდება.

სოსო ჯაბიძემ (96 კგ) უკრაინელ ვლოდიმირ ვასილიევს 6:3, 2:0 აჯობა და მერვედფინალში გავიდა. იქ ჯაბიძის მეტოქე სომეხი
არტურ ალექსანიანი იქნება.

ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ ესტონელი ჰეიკი ნაბი, ვინც ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია 1:0, 1:0 დაამარცხა. ფერსელიძე მეორე წრეში ხორვატ მარკო კოშევიჩს დაეჭიდება.

www.tbilisichampionship.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული