"სამბოს სპორტის სასახლე" გაიხსნა

AutoSharing Option
სამბოს ახალი დარბაზი სახელწოდებით "სამბოს სპორტის სასახლე", რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და თბილისში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავიდ რუბმანი დაესწრნენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახლად გახსნილ დარბაზში ივარჯიშებენ როგორც ეროვნული ნაკრების სპორტსმენები, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრები. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი დარბაზი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში სამბოს განვითარებას და ეს დარბაზი საშუალებას მისცემს
ბევრ ახალგაზრდა სპორტსმენს, რომ სპორტის ამ სახეობაში სახელი დაიმკვიდრონ და დიდი წარმატებებს მიაღწიონ.

სამბისტთა ახალი დარბაზი თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა, გაკეთდა სავარჯიშო დარბაზი, საშხაპეები და შეიქმნა ყველა ის პირობა, რომელიც საჭიროა სპორტსმენების სათანადოდ მოსამზადებლად და ვარჯიშების ჩასატარებლად.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი დარბაზია :))
rezo
23:41 22-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული