19 მაისს, ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში დაწყებულ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა – თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. წელსაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.
ნინომ გადამწყვეტ შეხევდრაში რუსი ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა.
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]" width="297" height="133" />
20:50 19-05-2017
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ ნინო პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.
დღეს მინსკში მედლები ქალთა შორის 48, 60 და 72 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ვაჟებში კი 52, 68 და 90 კგ-მდე წონებში გათამაშდა. ტურნირზე დარჩენილ წონებში ასპარეზობა 20 და 21 მაისს გაიმართება.
იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 15 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გენაცვალე ნინო! გილოცავ!
0
0
ხალხო საქართველოში უკვე მე-4 დღეა მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი უშუ-ში თბილისში, ახალ ოლიმპიურ სასახლეში უნივერსიტეტის მაღლივის მახლობლად რომ არის აი იქ. 28 ქვეყნის 800 მონაწილეა ჩამოსული. მინისტრმა გახსნა. დიდი ზეიმია, ქართველებს უკვე ჩემპიონებიც გვყვანან! უკვე მთავრდება. არ უნდა გააშუქოთ, პატარა სტატია მაინც არ ეკუთვნით?! ვაი თქვენს ჟურნალისტობას რა ვუთხარი!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული