ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 4 ოქრო დაისაკუთრეს

AutoSharing Option
ქართველმა სამბისტებმა  მოსკოვში გუშინ დამთავრებულ შულცის სახელობის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იჭიდავეს. ოლეგ იაძის შეგირდებმა იქ 4 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს.

ჩემპიონები უშანგი კუზანაშვილი (57), ზურაბ ნოზაძე (74), ნიკოლოზ კუცია (82) და მინდია ბოდაველი (90) გახდნენ, გიორგი ტაბატაძე (62) კი მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ თავიდან მოსკოვში ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ტაბატაძის წაყვანა არ იგეგმებოდა, მაგრამ მწვრთნელებმა ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, გამოცდილებას მიიღებსო. ასევე შევნიშნავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა კუზანაშვილმა პირველად იჭიდავა ახალ წონაში. შედეგიდან გამომდინარე, მან ადაპტაცია წარმატებით
გაიარა.

ჩვენი ნაკრები მოსკოვში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება - ხვალ და ზეგ იქ სამბოს დამაარსებელ ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს სუპერთასი იმართება და მასში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენები 12-16 მაისს სოფიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.


ფოტოზე: უშანგი კუზანაშვილი






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული